"გაათავისუფლე მიშა"- ამ სლოგანით რუსთავის ციხესთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნები უცვლელია - ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ისინი ავტოკოლონებით მიემართებოდნენ რუსთავის ციხისკენ.
განსხვავებით წინა დღეებისგან, დღეს მდუმარე აქცია იმართება. ორგანიზატორების თქმით, ქვეყანაში გლოვის დღესთან დაკავშირებით, სიტყვით გამოსვლები არ იქნება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-11 დღეა ციხეში შიმშილობს.